|
2021-08-11 11:31:36, 587 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - უმძიმეს პროვოკაციას რომ ვერ ააცილებ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს, ეს არის ქვეყნის ღალატი
ჩვენი ტრაგედიაა ის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთის მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს აჩვენეს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, მსოფლოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში, რუსეთის არმიას, თავი გაწირო შენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ამ დროს ტრაგედიაა და სირცხვილია ჩვენი, იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ, იმ დროინდელმა პრეზიდენტად წოდებულმა მთავარსარდალმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება - აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც დაიკარგა ტერიტორიების 20%. „ჩვენი ტრაგედიაა ასევე ის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთის მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს აჩვენეს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს, მსოფლოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში, რუსეთის არმიას, თავი გაწირო შენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ამ დროს ტრაგედიაა და სირცხვილია ჩვენი, იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ, იმ დროინდელმა პრეზიდენტად წოდებულმა მთავარსარდალმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი. ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული მთავარსარდალი. ეს არის ჩვენი ტრაგედია, ეს არის ჩვენი ეროვნული ტკივილი. მაგრამ ეს იყო რეალობა, რეალობა ისაა, რომ ასეთი მხდალ, ლაჩარი ადამიანი მართავდა ჩვენს ქვეყანას. შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ მის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება - აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%. 2007 წელს რუსეთის ბოლო ქვედანაყოფმა, ჯარმა დატოვა საქართველო, რამდენიმე თვეში ასეთი უგუნური ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის და ღალატის შედეგად, ასეთ უმძიმეს პროვოკაციას რომ ვერ ააცილებ საკუთარ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს საქართველოში, ეს არის ქვეყნის და ხალხის ღალატი. მაშინ, როდესაც უნდა აჩვენო როგორც ლიდერმა თავდადების და ერთგულების მაგალითი, გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის ბოლო მაგალითი და მიწაზე გართხმული იმ დროინდელი პრეზიდენტის ფოტოებით აჭრელდა მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ამ რეალობასთან ჭიდილი, მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია და იღებს სწორ გადაწყვეტილებას. ხალხმა იცის, ვინ ლაპარაკობს სიმართლეს და ვინ ტყუილს. გარკვეული პერიოდი შეიძლება შეაცდინო შენი მოსახლეობა, რაც ჩვენ გამოვცადეთ, მაგრამ, „არაფერია დაფარული, რაიც არა გაცხადეს". არაფერი არ იმალება ქვეყანაზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)