|
2021-08-11 10:33:41, 736 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ წყდება მცდელობა მიაგნონ მედიკამენტს, რომელიც მაღალეფექტიანი იქნება COVID-ით პაციენტების სამკურნალოდ
COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ წყდება მცდელობა მიაგნონ მედიკამენტს, რომელიც მაღალეფექტიანი იქნება COVID-ით პაციენტების სამკურნალოდ.- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პრეპარატ „ივერმექტინის“ კოვიდავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარების თაობაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ,,COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ წყდება მცდელობა მიაგნონ მედიკამენტს, რომელიც მაღალეფექტიანი იქნება COVID-ით პაციენტების სამკურნალოდ. მთელ მსოფლიოში ტარდება მცირე და დიდი კვლევები სხვადასხვა მედიკამენტების, მათ შორის ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტების ეფექტიანობის შესაფასებლად. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა აქტიური მსჯელობის საგანი არის ივერმექტინი. ივერმექტინი არ არის ახალი მედიკამენტი. იგი არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ვეტერინარიაში, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ნებადართულია მისი გამოყენება ადამიანებზეც რიგი პარაზიტიული დაავადებების დროს. შესწავლილია აგრეთვე ივერმექტინის ეფექტიანობა დენგეს ცხელების დროს, მაგრამ დადებითი შედეგი ვერ იქნა მიღებული. COVID-თან დაკავშირებულ კვლევებში ნათქვამია, რომ ივერმექტინს აქვს გამოხატული ანტივირუსული აქტივობა SARS-COV-2-ის წინააღმდეგ in vitro, რაც მას იმედისმომცემ მედიკამენტად წარმოაჩენს. ივერმექტინი გამოყენებულ იქნა ინდოეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი დიდი COVID ეპიდ. აფეთქების დროს, თუმცა ინფორმაცია შედეგების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოა. ა.წ. ივლისში გამოქვეყნდა ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული 24 რანდომიზებული კლინიკური კვლევის მეტაანალიზი COVID-19-ით ავადმყოფებში ივერმექტინის გამოყენების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ივერმექტინის გამოყენებამ 11 რანდომიზებულ კვლევაში საშუალო და მძიმე ინფექციით ავადმყოფებში 56%-ით შეამცირა სიკვდილობა, ასევე ზოგოიერთ კვლევაში იგი ამცირებდა ანთებითი მარკერების მაჩვენებლებს და აჩქარებდა ვირუსის კლირენსს. ამავე დროს მეტაანალიზში ნათქვამია, რომ მიმოხილული კვლევების შედეგების ნაწილი არ იყო რეცენზირებული. აგრეთვე ამ კვლევებში არის წინააღმდეგობრივი მონაცემებიც. სადღეისოდ ივერმექტინს არ აქვს აშშ FDA-ის ან EMA-ს ოფიციალური რეკომენდაცია (approval), ხოლო ჯანმო, NIH და მსოფლიოს სხვა წამყვანი ინსტიტუციები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ივერმექტინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში. ამ დღეებში შედგა კლინიკური ჯგუფის და სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა, სადაც აგრეთვე მონაწილეობდა NCDC-ის დირექტორის მოადგილე ბ-ნი პაატა იმნაძე. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ივერმექტინის COVID ავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარების თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება უახლოეს დღეებში".- წერს ცერცვაძე.
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)