04:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 15:30:08, 469 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით

მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დმანისში „ქართული ოცნების" დმანისის მერობის კანდიდატის კობა მურადაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მერის  მოვალეობა და მისი ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა იქნება.  პრემიერის თქმით, მერი ყველა სოფელში, ყველა უბანში თავად უნდა ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ პრობლემებს და დროულად, ოპერატიულად და ეფექტიანად გადაუწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა.

"ჩვენი მთავარი გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, რა თქმა უნდა, არის სიღარიბე, უმუშევრობა და ჩვენი ეკონომიკა. ამ მიზნით ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. მერის მოვალეობა სწორედ უნდა იყოს და იქნება, მე მჯერა, ჩვენი კანდიდატის მოვალეობა და მისი ყოველდღიური საზრუნავი იქნება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების გადაჭრა. მერი ყველა სოფელში, ყველა უბანში თავად უნდა ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას, მოუსმინოს მათ პრობლემებს. დროულად, ოპერატიულად, ეფექტიანად გადაუწყვიტოს ადგილზე ნებისმიერი პრობლემა.  ცენტრალური მთავრობის დახმარება რა თქმა უნდა, მას გარანტირებული ექნება. ჩვენ, მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ და ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას მთელი ქვეყნის, რეგიონების, სოფლების მასშტაბით",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics