|
2021-08-10 14:18:53, 707 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი- მომდევნო 3 წელიწადში მთავრობა და კერძო სექტორი ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით 2 მილიარდ ნახევარს დავხარჯავთ
მომდევნო 3 წელიწადში მთავრობა და კერძო სექტორი ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით 2 მილიარდ ნახევარს დავხარჯავთ, დაფინანსდება 1300-ზე მეტი საწარმო, კარგად გვაქვს გააზრებული რეგიონების მიხედვით და ვიცით, რომელ რეგიონში რა შეიძლება განვითარდეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში, „ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ დავამუშავეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმები. ჩვენ გვჭირდება კომპლექსური მიდგომა, აღარ არის საკმარისი ფრაგმენტული რეფორმები და საჩვენებელი პროექტების განხორციელება. ეს არ არის საკმარისი. კარგია ადგილზე ალაგ-ალაგ ფრაგმენტული განვითარება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კომპლექსური, მასშტაბური პროექტების განხორციელება. მასშტაბური სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომ ყველა, თითო გოჯი მიწა იყოს დამუშავებული, ვიცოდეთ რომელ რეგიონში, რომელ რაიონში რა უნდა განვითარდეს, რომელი კულტურები, რა არის ამისთვის საჭირო. ამის შესაბამისი დეტალური გეგმები 10 წლიანი განვითარების პერსპექტივაში უკვე დამუშავებულია. სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. მთელ რეგიონებზეა გადანაწილებული, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სექტემბერში ვიწყებთ მექანიზაციის პროექტს, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის გრანტის პროგრამა, რომელიც მოსახლეობას, ჩვენს რეგიონებს დაეხმარება, ტექნიკა პრაქტიკულად, ნაჩუქარი გამოდის, ნახევარზე მეტს მთავრობა ჩუქნის და კიდევ მრავალი პროექტი- „დანერგე მომავალი", „აწარმოე საქართველოს" პროგრამა, რომელიც ახალისებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შეიქმნა 20 000-მდე სამუშაო ადგილი. მომდევნო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად 300 მილიონის დამატებას ვფიქრობთ, მომდევნო სამ წელში მილიარდს ჩავდებთ მთავრობა და კერძო სექტორი დაახლოებით მილიარდ ნახევარს- 2 მილიარდნახევარი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1300-ზე მეტი საწარმო დაფინანსდება, ეს გვაქვს გადანაწილებული, კარგად გააზრებული რეგიონების მიხედვით, ვიცით, რომელ რეგიონში რა შეიძლება განვითარდეს. გურია, აჭარა, სამეგრელო, კახეთი, ქვემო ქართლი თუ სხვა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)