04:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 12:36:19, 448 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა, მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს

ჩვენ ვართ ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა, მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში,  „ქართული ოცნების" მარნეულის მერობის კანდიდატის კენან ომაროვის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ის სამარცხვინო სიტუაცია, რაც ქვეყანაში 8 წლის წინ იყო აღარ განმეორედება.

 „გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ მთავარ ანტიგმირს, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც თავის ტელეკომპანია „მთავარ არხზე" გამოდიოდა და ისევ საუბრობდა ომზე. ჟურნალისტი რა თქმა უნდა ეკითხებოდა წინასწარ შეთანხმებულ კითხვას, ომი რომ იყოს დღეს, რა მოხდებოდაო. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე. აი ეს სამარცხვინო სიტუაცია აღარ განმეორდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, ხალხი ბრძენია, ხალხმა გადაწყვიტა ის, რომ ეს მჩაგვრელი, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა ჩამოაშორა ჩვენს ქვეყანას 8 წლის წინ და დამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ვართ მართლაც ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა. შეცდომები განა არ მოგვდის, მოგვდის შეცდომები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის შეცდომები. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა. მმართველი არ არის გამონაკლისი და გამორჩეული ადამიანი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველს მოსდის შეცდომაც, ხარვეზები, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ვასწორებთ. რაც მთავარია, ჩვენ მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ხალხს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics