|
2021-08-09 21:20:52, 583 ნახვა
საზოგადოება
კახა კუჭავა - დარწმუნებული ვარ, რომ ნინო ლაცაბიძე რუსთავის ისტორიაში საუკეთესო მერი იქნება
დარწმუნებული ვარ, რომ ნინო ლაცაბიძე რუსთავის ისტორიაში იქნება საუკეთესო მერი , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ რუსთავში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ საარჩევნო კამპანია რუსთავიდან დაიწყო, რადგან ეს არის ინდუსტრიული ქალაქი, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ქმნის დოვლათს და წარმოადგენს თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო ქალაქს. „რუსთავში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ყველამ ვნახეთ ახალი ჩქაროსნული გზა, რომელიც მალე დასრულდება და იგი გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის თითოეული თქვენგანისთვის, ასევე, სხვა ქალაქების მცხოვრებლებისთვის რუსთავში სტუმრობას. ასევე, განხორციელდა ბევრი პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ეკოლოგიას, ინვესტიციების მოზიდვას. გაიზარდა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა. რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად გაკეთებული საქმეებისა, ჩვენ კარგად ვხედავთ და არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას ქალაქი რუსთავი. პირველ რიგში, გამოვყოფდი ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით საკითხებს. მინდა გითხრათ, ჯერ კიდევ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობისას, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ იმ სამართლებრივი ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთხელ და საბოლოოდ გადაიჭრას ამ ქალაქში გარემოსდაცვითი საკითხები და ეკოლოგიის პრობლემა. თუმცა აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართლებრივი ბაზის არსებობა, არამედ ძლიერი მერი, რომელიც შეძლებს, აღასრულოს ეს ნორმები და რეალურად, რუსთავის ოცნება - გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და ქალაქი სუფთა ჰაერით, იქნას საბოლოოდ მიღწეული. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ პარკში, ბევრი რეკრეაციული ზონებით. ევროპული ტიპის ქალაქად ჩამოყალიბება - ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რაც ვიცით, რომ გააჩნია ნინო ლაცაბიძეს. ჩემი აზრით და ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის რუსთაველი ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმ გადაწყვეტილების, რომელიც ამ ქალაქს გახდის კიდევ უფრო ძლიერს და უფრო ევროპულს, უფრო კომფორტულს საცხოვრებლად. მე გულწრფელად გეტყვით, ძალიან მწყდება გული, რომ ნინო ტოვებს პარლამენტს, რადგან, მისი სახით, ძალიან ძლიერი პარლამენტის წევრი გამოაკლდება ჩვენს გუნდს, თუმცა, ყველა ვხვდებით და ყველა კარგად ვხედავთ მის თვალებში იმ ჟინს და იმ სიყვარულს, რომლითაც მან გადაწყვიტა, შეეჭიდოს ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს. ნინოს ზურგს უმაგრებს არა მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი, არა მხოლოდ მისი უდიდესი გამოცდილება და განათლება, არამედ უდიდესი სიყვარული თავისი მშობლიური ქალაქის მიმართ და წარმოუდგენელი ხედვა, თუ როგორ უნდა გახადოს რუსთავი სამაგალითო ყველა სხვა ქალაქისთვის. როდესაც ნინოს ეს გადაწყვეტილება შევიტყეთ და გუნდის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, მე მას ვუთხარი და დღესაც გავიმეორებ - დარწმუნებული ვარ, რომ ნინო რუსთავის ისტორიაში იქნება საუკეთესო მერი და ამას იგი დაამტკიცებს იმ შედეგებით, რომელსაც მოუტანს რუსთავს. მინდა, წარმატება ვუსურვო ნინოს, წარმატება ვუსურვო „ქართული ოცნების“ გუნდს და რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ ქალაქ რუსთავს”, - აღნიშნა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას.
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)