13:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-09 21:13:09, 516 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - ნინო ლაცაბიძე არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ჩვენს რუსთავს და რუსთაველებს

ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავის და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, „ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნინო ლაცაბიძე არის დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავს და რუსთაველებს.

„ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქში და მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან და წარმოადგენენ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას და ბოლომდე ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავის და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ ამის მიუხედავად, მან გადაწყვიტა, რომ დატოვოს პარლამენტი და თავად ემსახუროს რუსთავს და რუსთაველებს. ეს გახლავთ ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. ნინო არის მართლაც გამორჩეული ადამიანი, ოთხი შვილის დედა. საჯარო მმართველობის დოქტორი. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ჩვენს რუსთავს და რუსთაველებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics