2021-08-07 16:38:40, 450 ნახვა
საზოგადოება
68 დევნილი ოჯახისთვის გორში ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორში, ახალაშენებულ კორპუსში ბინას კიდევ 68 დევნილ ოჯახს გადასცემს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს, ერთოთახიანი, ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
„კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი ადმინისტრაციული დაპირების მქონე ოჯახებს გადაეცემათ. 68 დევნილი ოჯახი ახალი ბინის გასაღებს უახლოეს დღეებში მიიღებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),