2021-08-05 21:31:12, 894 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - მზად ვართ, აღვადგინოთ ურთირეთობები, რამდენადაც ამისთვის მზადაა ქართული მხარე
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის ქართული მხარეა მზად - ამ ინფორმცის „რია ნოვოსტის“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა
„ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის (იმ დონეზე), რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ ურთიერთობების დამყარებას მეზობლებთან, ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით. რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის“, - განაცხადა ბიკანტოვმა
ავტორი: ექსპრესნიუსი,