08:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 16:59:42, 792 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე: იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროცესში

„იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროცესში" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს შექმნილი აქვს ყველა პირობა ვაქცინაციის პროცესისთვის.

„კიდევ ერთხელ მსურს მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. დღეს, ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, დავიცვათ გარშემომყოფები, განსაკუთრებით ბავშვები. იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვითარების პერსპექტივა შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას, თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ პროცესში, დავიცვათ ელემენტარული წესები და ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ამისთვის ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი სახელმწიფოს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics