08:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 16:20:52, 663 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - გაგრძელდება საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები

ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების მართვის კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე.

მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებზეა დაფუძნებული და მართვის მაღალი ხარისხი, დასტურდება ყველა საერთაშორისოდ აღიარებული შეფასებებითა და რეიტინგებით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, არის გარკვეული მიმართულებები, სადაც ხარისხობრივი გაუმჯობესების სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ამ მიმართულებით არის სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა. მსოფლიო ბანკის მონაწილეობით უკვე შემუშავდა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია,  არსებული მეთოდოლოგია მოიცავს პროექტის შემუშავების სრულ ციკლს, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული თითოეული პროექტის განხორციელებით დასახული სოციალური და ეკონომიკური მიზნები და ეფექტები. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლებია: 2024 წლისთვის - ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების არანაკლებ 80 პროცენტი იყოს შეფასებული ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, 2026 წლიდან - ყველა პროექტი განხორციელდეს სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის შესაბამისად. აღნიშნული ინდიკატორების მიღწევა შესაძლებლობას მოგვცემს შეზღუდული რესურსების პირობებში დაფინანსდეს ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების მქონე პროექტები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics