08:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 15:34:25, 413 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და საგარეო მოწყვლადობის შემცირება

მაკროსტაბილურობისთვის გვჭირდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და  საგარეო მოწყვლადობის შემცირება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბიზნესის როლზე ეკონომიკურ ზრდაში და აღნიშნა, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოსთვის, აუცილებელია სწორი სტიმულის მიცემა კერძო სექტორისთვის.

„გლობალური კრიზისის მიუხედავად, ჩვენ მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაზიანების გარეშე, შევძელით პანდემიაზე სათანადო პასუხის გაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური აღდგენის პროცესების სწრაფად დასაწყებად. დღეს ჩვენი ამოცანაა ბიუჯეტის დეფიციტის ნორმალიზაცია და ვალის მაჩვენებლის შემცირება. 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა ვალს შევამცირებთ 45 პროცენტამდე, 2030 წლისთვის 40 პროცენტზე დაბლა, ხოლო დეფიციტს - 2 პროცენტამდე. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული სამიზნე მაჩვენებლები",  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი  12 პროცენტიდან, შემცირდა 5.5 პროცენტამდე.

„გამოწვევად რჩება მთავრობის ვალში უცხოური ვალუტის მაღალი წილი და საფინანსო სექტორში დოლარიზაცია. 2026 წლისთვის ჩვენი სამიზნე მაჩვენებლებია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 4 პროცენტამდე, უცხოური ვალუტის ვალის წილის შემცირება მთლიან ვალში 65 პროცენტამდე, დოლარიზაციის შემცირება 45 პროცენტამდე"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics