|
2021-08-05 10:54:33, 706 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მოსწავლეები და სტუდენტები ინტერაქტიულ წიგნებს შექმნიან
ორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკი” განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი - „ინტერაქტიული წიგნები“ მიმდინარეობს. ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „ინტერაქტიული წიგნები“ მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ მიერ ხორციელდება. პროექტი 5 თვიან სალექციო კურსებს მოიცავს, სადაც მონაწილეები თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მათ შორის, მულტიპლატფორმულ ძრავა Unity-ში მუშაობას შეისწავლიან. პროექტის შემდგომ ეტაპზე კი შეძენილი ცოდნით პროფესიონალ ილუსტრატორებთან, პროგრამისტებთან და საბავშვო ავტორებთან ერთად 10-ზე მეტ ინტერაქტიულ წიგნს შექმნიან, რომელიც ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი. „საქართველოს ბანკის“ განმარტებით, „ინტერაქტიული წიგნების“ პროექტში ქვეყნის მასშტაბით 65 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, მათ შორის უფროსკლასელები და სტუდენტები სხვადასხვა რეგიონებიდან. ამასთან, პროექტში ჩართულია 6 ქართველი ილუსტრატორი და 12 თანამედროვე საბავშვო მწერალი. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს შორის 5 მოსწავლე იმ სკოლებიდანაა, სადაც გასულ წელს საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები მოეწყო. „ინტერაქტიული წიგნები“ სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელიც იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით მიიღონ ცოდნა და გახდნენ ქართული ინტერაქტიული წიგნების შექმნის მონაწილეები. ამასთან, პროექტი მათ საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენის და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა აღნიშნულ პროექტში სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოწყობილი იდეათეკებიდან მოსწავლეების ჩართულობა. ჩვენი მიზანია, ამ და სხვა პროექტების მხარდაჭერით მაქსიმალურად გავზარდოთ ახალგაზრდებში როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ ხარისხიან განათლებაზე წვდომა“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)