|
2021-08-04 11:45:41, 352 ნახვა
საზოგადოება
„საარჩევნო პერიოდში თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით ბრძანება დღეს დამტკიცდება
„საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით ბრძანება დღეს დამტკიცდება. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „განვსაზღვრეთ საჯარო მოხელეთა ქცევის წესები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, მთავრობის წევრებს, გამგებლებს, სამსახურის ხელმძღვანელებს, ეს ქცევის წესები მაქსიმალურად ჩაიშალოს ჩვენს თანამშრომლებში, რადგან ადამიანებმა შეიძლება, არ იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნების პერიოდში და ხშირად ხდება ხოლმე მიზანმიმართული მანიპულირება, არასწორი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის თითოეულმა თანამშრომელმა ზედმიწევნით, დეტალურად იცოდნენ, თუ როგორია ქცევის წესები საარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ინსტრუქციის რამდენიმე მუხლიც განმარტა, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს. „მერიის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, დაიცვან და გაითვალისწინონ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. კერძოდ, სამუშაო საათებში ჩვენს თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სხვადასხვა პარტიის ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა ან გასწიონ აგიტაცია. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, თქვენ ყველანი ხართ თავისუფლები და შეგიძლიათ მიიღოთ ის გადაწყვეტილებები, რისი სურვილიც გაქვთ. არასამუშაო საათებში თანამშრომლებს სრული უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ, როგორც პარტიების ღონისძიებებში, ისე აგიტაციაში; გარდა ამისა, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; ჩვენს თანამშრომლებს ეკრძალებათ სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე სააგიტაციო მასალის გაკვრა სამუშაო საათებში; წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება; მგონი, ყველაფერი ნათელია. ჩემი თხოვნა იქნება, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ჩავშალოთ ჩვენს თანამშრომლებში, რათა მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ამ ქცევების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)