2021-08-04 11:44:47, 593 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში, მაჰათმა განდის ძეგლს სათვალე მოპარეს. აღნიშნულის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, მაჰათმა განდის ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რთულია მისცე შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები მოზარდები არიან და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსებ, რაც ძალიან მძიმეა და არ ვიცი, მინდა ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, მაჰათმა განდის ძეგლი, ვარკეთილის რაიონში, 10 ივლისს დადგეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან