20:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 13:31:56, 535 ნახვა

საზოგადოება
5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო

5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრისთვის გადაიდო.

საკითხის გადადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მოითხოვა. დეპუტატის თქმით, ამის მიზეზი ის არის რომ მისი კოლეგები ბოიკოტის რეჟიმში არიან და ვერ დაესწრებიან საკითხის განხილვას.

„ეს საკითხი ჩვენ დავაინიცირეთ თხოვნაც იყო, მაქსიმალურად სწრაფად ყოფილიყო ბიუროზე განხილვის საგანი და სესიაზე განხლვის-კენჭისყრის. ვიცით, რომ მას სჭირდება 50 ხმა. გვქონდა კიდევაც კონსულტაციები ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან, თითოეული ფრაქციის წარმომადგენელთან. იყო კიდევაც მზაობა გამოთქმული. ფრაქცია „ლელომ“ გამოთქვა მზაობა, ისევე, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სამწუხაროდ, შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი კოლეგები არიან ბოიკოტის რეჟიმში. სამწუხაროა ძალიან, რომ ისინი ამ საკითხის გამო არ აპირებენ, დაესწრონ სხდომას და გამონაკლისი დაუშვან, მიუხედავად იმისა, რომ იყო მზაობა გამოთქმული, მხარს დაუჭერდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნას", - განაცხადა სამნიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics