06:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-01 16:33:08, 588 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი: ვისაც შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, მოაწეროს, ვინც მოაწერა, პირობები შეასრულოს

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ყველა პარტნიორის განცხადებაში, ისევე, როგორც საელჩოს განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ საქართველოს მეგობრები ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების გამო იმედგაცრუებულები არიან. 

ელჩის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმება საუკეთესო გზამკვლელია, რომელიც ქართველმა ლიდერებმა 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს, რათა ჩატარებულიყო ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება. 

"ყველა განცხადებაში, რომელიც წავიკითხე, მათ შორის, ჩვენს განცხადებაში, მკაფიოდაა აღნიშნული, თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან საქართველოს მეგობრები იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება, გავიდეს ამ შეთანხმებიდან. 

ეს არის საუკეთესო გზამკვლევი, რომელიც ქართველმა ლიდერებმა 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შეათანხმეს იმ რეფორმების ჩასატარებლად, რომელიც საქართველოს სჭირდება. 

შეთანხმების იდეა და ღირებულება მდგომარეობდა იმაში, რომ მხარეებმა შეათანხმეს ის ერთად და ერთად აიღეს ვალდებულება, რომ შეასრულონ რეფორმები. ჩვენი იმედია, რომ ეს შეთანხმება გააგრძელებს გარკვეული სტრუქტურისა და ჩარჩოს უზრუნველყოფას მხარეების ერთად მუშაობისთვის". – ამბობს კელი დეგნანი. ტაბულა საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანს ეყრდნობა. 

ამასთან, ელჩის თქმით, სანქციების დაკისრებაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე არ ვნახავთ 19 აპრილის შეთანხმების ხელმომწერების მხრიდან ვალდებულებების შესრულების კეთილსინდისიერების ვალდებულებას. 

"კვლავ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომელსაც ჯერ არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებისთვის, ხელი მოაწერონ მას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება. თუმცა, ამავე დროს, მათ, ვინც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, დადეს პირობა და აიღეს ვალდებულება, შეასრულონ ამ შეთანხმების პირობები". – ამბობს ელჩი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics