2021-07-31 15:17:19, 713 ნახვა
სამართალი
დაკარგულ ქალს კინოლოგებიც ეძებენ - ავსტრალიელი მასწავლებლის ოჯახის წევრები საქართველოში მოემგზავრებიან
ავსტრალიელ პედაგოგს კვლავ ეძებენ. ინგლისურის მასწავლის მეგობრების განცხადებით, ახალგაზრდა ქალი პარასკევს გაუჩინარდა. - ამის შესახებ მისმა მეგობრებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტრო და კინოლოგები ჩაერთვნენ, დაწყებულია გამოძიება.
როგორც, შანაე ბრუკის ავსტრალიელი მეგობარი ,,რუსთავი 2''- თან ინტერვიუში აცხადებს, თბილისში დაკარგულის ოჯახის წევრები მოემგზავრებიან, ისინი, სავარაუდოდ, გვიან ღამით ჩამოვლენ. ასევე, თბილისში ჩამოსვლას აპირებს ავსტრალიის კონსული და უშუალოდ ჩაერთვება პროცესში.
შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,