22:00 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 14:40:32, 752 ნახვა

საზოგადოება
,,საქართველოს ბანკში’’ სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების გარანტიების მიღება გირაოს გარეშე, 1 დღეშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად ბანკი კომპანიებს სატენდერო და ხელშეკრულების შესრულების  გარანტიებს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აღნიშნული საბანკო გარანტიების მიღებას მომხმარებელი სულ რაღაც 1 დღეში, გირაოს გარეშე შეძლებს.

სატენდერო გარანტია იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიღება სურთ.  ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტია ტენდერში გამარჯვებული კომპანიებისათვის ნაკისრი ვალდებულებების დროულად და წინასწარგანსაზღვრული პირობებით შესრულებას უზრუნველყოფს.

ბანკი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გამარტივებული პროცედურით, გირაოს გარეშე, სულ რაღაც 1 დღეში მიიღონ აღნიშნული საბანკო გარანტიები.

აღსანიშნავია, რომ  პირობები ვრცელდება 1,000,000 ლარამდე კონტრაქტებზე. სატენდერო გარანტიის შემთხვევაში კი მომსახურების მიღება დისტანციურად არის  შესაძლებელი.

„იმისათვის, რომ ჩვენმა ბიზნეს მომხმარებელმა კიდევ უფრო მარტივად შეძლოს საკუთარი საქმიანობის წარმართვა, მათ სიახლე შევთავაზეთ. ის კომპანიები, რომლებიც ტენდერში მონაწილეობის მიღებით არიან დაინტერესებული, ამიერიდან შეძლებენ საქართველოს ბანკის სატენდერო და სახელშეკრულებო გარანტია გირაოს გარეშე კიდევ უფრო გამარტივებული პირობებით, 1 დღეში მიიღონ. გვჯერა, რომ ეს სიახლე არაერთ ბიზნესის წარმომადგენელს გაუმარტივებს წვდომას საჭირო რესურსებზე და ამავდროულად, ხელს შეუწყობს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში“, - აცხადებს საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერაბ ახვლედიანი.

სატენდერო და სახელშეკრულებო შესრულების გარანტიების პირობებზე ინფორმაცია ვრცლად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2UVE7Zr

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics