07:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 09:33:31, 837 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი სახლში იქნა ნაპოვნი, თუმცა გარდაცვალების ვერსიად შენობიდან გადმოვარდნაც ვრცელდება.  ბლოგერის ახლობელი არ გამორიცხავს, რომ ბახიკანოვის სიკვდილი აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესებს უკავშირდებოდეს. ავთანდილ მამედოვი პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.

მამედოვის თქმით, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბახიკანოვი უყვებოდა, რომ თბილისში ჩხუბი მოუვიდა აზერბაიჯანელების ჯგუფთან და ვარაუდობდა, რომ ეს ხალხი აზერბაიჯანის მთავრობამ მიუგზავნა. მისივე თქმით, ბლოგერი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რადგან აზერბაიჯანის მთავრობა მას სდევნიდა და სამშობლოში დაკავებულიც იყო.

მომხდარზე ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლიც და ქართულ მედიას დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მუხთარლის ინფორმაციით, ბახიკანოვს აზერბაიჯანული პოლიცია სდევნიდა.

„12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრები ემიგრანტი, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა. ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან.

ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებაზე. თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე", - წერს მუხთარლი Facebook-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics