22:05 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 20:04:42, 950 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.- ამის შესახებ ინფორმაცის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

მათივე ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში.  განსაკუთრებით, ხაზი გაუსვეს საგადასახადო და საბაჟო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას.

"ორივე მინისტრმა ისაუბრა COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებსა და  პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ავგარ ავანესიანი და დელეგაციის სხვა წევრები."- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics