07:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 15:46:18, 13202 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა

„ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნების" გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანმების ანულირებასთან დაკავშირებით ,ოცნების" საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას ნიშნავს.

„ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა. გააკეთა ცივილიზებული არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. მკაფიოდ გახდა ცნობილი, რასთან გვაქვს საქმე. კიდევ უფრო ნათელი გახდა, რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ერი.

ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. უკვე დამარცხებული „ქართული ოცნების“ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არავინ უნდა დაძრას სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებთანაა მიმართული. ესაა „ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. ეს არის ცხადზე უცხადესი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics