2021-07-29 10:03:54, 622 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - „ოცნების“ შეთანხმებიდან გასვლა პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და პრესსპიკერი ნედ პრაისი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„პარტია „ქართული ოცნების“ გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან ძირს უთხრის ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს ნედ პრაისი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან