07:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-29 10:04:46, 682 ნახვა

პოლიტიკა
ამერიკელი სენატორები - საქართველოში დემოკრატიის მარცხმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სწრაფვას EU-სა და NATO-ში

ამერიკელი სენატორები „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილი შეთანხმების ანულირებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

როგორც სენატორების მიერ გავრცებეულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა და საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში. 

„შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ არჩეული პარტიებიდან ყველამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად. საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს დროს, უფრო გულდასაწყვეტი იყო ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა თავისი განზრახვა ცალმხრივად დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება. მმართველ პარტიას მნიშვნელოვან წილად ვალდებულია, გვერდით გადადოს პოლიტიკური უთანხმოება და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს. როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ ოქტომბერში, კანონის უზენაესობის განმტკიცების უცვლელი ერთგულებისკენ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო, სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში, დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს“ , – აცხადებენ სენატორები.

დოკუმენტს ხელს აწერენ: ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი , ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics