2021-07-29 00:14:10, 593 ნახვა
პოლიტიკა
შარ მიშელი მხარეებთან კონსულტაციას გადის და კომენტარს არ აკეთებს
პრეზიდენტ შარლ მიშელის მრჩეველის იურეკ კუჩკიევიჩი Twitter-ზე წერს, რომ ამ ეტაპზე მხარეებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
საქართველოში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, მიშელის მრჩევლის ინფორმაციით, კომენტარი ამ ეტაპზე არ იქნება.
„საქართველოში ბოლოს განვიტარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ფართო კონსულტაციებს მართავს პოლიტიკური აქტორებისა და პარტიების ჩართულობით, მის გუნდთან ერთად. პრეზიდენტი მიშელი რაიმე კომენტარს ამ ეტაპზე არ გააკეთებს", -წერს კუჩკიევიჩი.
„ქართლმა ოცნებამ“ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,