2021-07-28 20:32:15, 785 ნახვა
საზოგადოება
Jobs.ge-მ ალტ-ინფოს ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა
ვაკანსიები ვებგვერდმა Jobs.ge პრორუსული ნარატივის გამავრელეელ ძალადობრივ და ჰომოფობიურ ინტერნეტპლატფორმა ვაკანსიის განთავსებაზე უარი უთხრა. ალტ-ინფო განსაკუთრებით 5 ივლისის მოვლენებში იყო აქტიური. კომპანიის პასუხი სოციალურ ქსელში Jobs.geს დამფუძნებელმა, ლევან ხუბულავამ გაავცელა.
ხუბულავამ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ალტ-ინფოს მეილით გაუგზავნა:
"გაცნობებთ, რომ ჩვენ არ ვემსახურებით ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან ძალადობის პროპაგანდას უმცირესობების წინააღმდეგ და არღვევენ ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს".
ავტორი: ექსპრესნიუსი,