09:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 15:45:22, 500 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“ - უტიფარი განცხადება ადასტურებს, რომ პანიკაში არიან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკიერია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამეოხმაურა 19 აპრილს დადებული ხელშეკრულების ანულიერბის შესახებ. ბოკერიას თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მამართველი პარტია პანიკაშია,

მისი თქმით „ ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ მათ სიტყვას ნულის ფასი აქვს.

„ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილების რეჟიმის წარმომადგენლების, ადასტურებს პირველი, იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორად, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სახიფათო და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩვენების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმის მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალქეების მხრიდან მათზე წნეხი ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი, რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩვენები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან“- განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics