2021-07-28 11:11:42, 781 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე ქუჩებში საველე ჰოსპიტლები მოეწყოს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდეს საველე ჰოსპიტლების მოწყობა.
„არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები საჭირო გახდეს“, - განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეწყდა გეგმიური ოპერაციები და კლინიკებში პედიატრიული საწოლები დაემატა.
„გეგმიური ოპერაციები შეწყდა. მსგავსი დადგენილება მეორე ტალღის პერიოდშიც გამოვეცით, რადგან მნიშვნელოვანია ამ დროს, საწოლფონდი იყოს მობილიზებული პანდემიაში ჩასართავად. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პედიატრიული საწოლი დაემატა“, - აღნიშნა მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან