|
2021-07-27 18:09:07, 767 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - კოვიდის მიუხედავად, საზღვაო სექტორი, პორტები არ გაჩერებულან, ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა
პრემიერ მინისტრის დავალებით, პირადად ვაორგანიზებ და ვესწრები კიდეც მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების, მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას - დღეს ფოთში ვიმყოფები, სადაც საზღვაო, საპორტე ინფრასტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ესენი არიან ფოთის ტერმინალის, პორტის თანამშრომლები და საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ფოთში. ეს ის სფეროა, რომელიც უსაფრთხოდ ფუნქციონირებდა დღემდე და მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არც ერთი წამით არ გაჩერებულან. ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ფოთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც საზღაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. მინისტრთან ერთად ფოთში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი. მინისტრის შეფასებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითიც შესაძლებელია, თან შევებრძოლოთ და შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება, თან არ ჩავკეტოთ ეკონომიკა და პირიქით, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას. „მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში დაწყებულია, გვაქვს საკმარისი რაოდენობის დოზები, 2 მილიონი სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არის შემოტანილი ქვეყანაში და კიდევ შემოვა დამატებით „ფაიზერის" მილიონი ვაქცინა. დიდი მოთხოვნაა ყველა მწარმოებლის ვაქცინაზე, მათ შორის განსაკუთრებით „ფაიზერს" ელოდა ჩვენი მოსახლეობა და არის შესაძლებლობა, ყველა დარეგისტრირდეს და არსებული წესის მიხედვით ჩაიტაროს ვაქცინაცია" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მინისტრის თანდასწრებით მასობრივი ვაქცინაციის რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის 24 ივლისს ბათუმში, სადაც ასევე საზღვაო სექტორის წარმომადგენლები აიცრნენ. ნათია თურნავას განცხადებით, მომავალშიც აპირებს სხვადასხვა დარგების, მსხვილი ბიზნესების, კომპანიების და ორგანიზაციების თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწროს.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)