2021-07-27 11:45:05, 2268 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, მკაცრი „ლოქდაუნი“ არ განიხილება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მკაცრი „ლოქდაუნი“ არ განიხილება.
„ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭო მკაცრ „ლოქდაუნს“ არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთანავე, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაწესებული შეზღუდვებისა და გაცემული რეკომენდაციების აღსრულება.
„პირბადე მანდატორულია დახურულ სივრცეში, ღია სივრცეში, იქ სადაც იკრიბება 5-ზე მეტი ადამიანი, რეკომენდირებულია. აუცილებელია ატაროთ პირბადე. ქორწილები, ქელეხები აკრძალულია ისედაც, მაგრამ ეს არ იცვება, ამიტომ, აღსრულებაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან