04:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 14:58:41, 2151 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსთავში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, საყოველთაო აცრა მიმდინარეობს

ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, რუსთავში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, საყოველთაო აცრა მიმდინარეობს - პროცესში დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, პედაგოგები და ადგილზე მოქმედი საწარმოების თანამშრომლები ჩაერთვნენ. - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კლინიკა ,,რუსთავში“ საყოველთაო აცრის მიმდინარეობას, ადგილზე პირადად გაეცნო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე, დავით იშხნელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი.

მათივე ცნობით, ქალაქის მასშტაბით, ვაქცინაციას 4 სამედიცინო დაწესებულებაში, 9 ამცრელი ბრიგადა ახორციელებს. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და დღეიდან უკვე, ,,ფაიზერითაც“ კეთდება.

,,მასობრივი ვაქცინაცია, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება. ამ ეტაპზე მხარის მასშტაბით 13 000-ზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული.

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3’’. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics