09:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 12:58:24, 877 ნახვა

პოლიტიკა
საგამოძიებო კომისიის დასკვნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, არჩევნები ჩატარდა კონკრეტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

ამასთანავე, დასკვნაში წერია, რომ არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვენილ გულგრილობასა და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება.

„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან, დაფიქსირდა პანდემიური და სტრესული გარემოებებიდან გამომდინარე შეცდომები, რიგ შემთხვევაში გულგრილი დამოკიდებულება და კომპეტენციის ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილ აღნიშნულ ხარვეზებს არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე“, - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics