2021-07-25 14:08:54, 2181 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში COVID 19-ის მსხვერპლთა რეკორდული მაჩვენებელი ვლინდება
რუსეთში მეორედ გამოვლინდა კორონავირუსით დაღუპულთა რეკორდული მაჩვენებელი, მთელი პანდემიის განმავლობაში. ოფიციალური სტატისტიკით, 24 ივლისს COVID 19-მა 799 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასეთი სტატისტიკა ბოლოს 16 ივლისს აღირიცხა.
ერთ დღეში რუსეთში ინფიცირების 23 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის განმავლობაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა, ოფიციალური სტატისტიკით, 24 ივლისისთვის 6 102 469-ს მიაღწია. გარკვეული გამოცემები ("Медиазона", "Холод" და სხვა) იტყობინებოდნენ, რომ რეალური სურათი დაახლოებით 5-ჯერ აღემატება ოფიციალურ სტატისტიკას.
ოპერატიული შტაბის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის განმავლობაში რუსეთში 153 095 ადამიანი დაიღუპა. ბევრი დემოგრაფი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია. სტატისტიკით მანიპულირების შემთხვევები რუსეთში არაერთხელ გამომჟღავნდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,