|
2021-07-22 15:13:53, 661 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პორტებში, EBRD-ის მხარდაჭერით, ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის დანერგვის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD და ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პორტებში ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს. PCS - ი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ნავსადგურის მართვის სხვადასხვა სისტემას პროფილურ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფი გაცვლის მიზნით. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს ნავსადგურებისა და ლოგისტიკური პროცესების მართვას და ავტომატიზაციას, აგრეთვე ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კოორდინაციას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ მოთხოვნებსა და ბიუროკრატიას. ნავსადგურების გაერთიანებული სისტემის (PCS) დანერგვის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას ესტონურ - გერმანული კონსორციუმი განახორციელებს, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტორი კომპანია 10 თვის ვადაში ჩაატარებს როგორც უშუალოდ კვლევას, ასევე მოამზადებს და საქართველოს მხარეს გადმოსცემს სტრატეგიასა და სახელმძღვანელო პრინციპებს საქართველოში PCS-ის შემუშავების, განხორციელების და მართვის შესახებ. საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია პორტებში სახელმწიფო სერვისების გაციფროვნება და ერთ ონლაინ-პლატფორმაზე - „ერთი ფანჯრის პრინციპით" (MSW) გაერთიანება. საქართველოში აშშ-ს საელჩოს და EXBS პროგრამის დაფინანასებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უკვე განახორციელა „ერთი ფანჯრის პრინციპის" პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა. აღნიშნული პროექტი დანერგვის ეტაპზე 2021 წლის სექტემბერში გადავა. საზღვაო სატრანსპორტო ჯაჭვის გაციფროვნებისა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში სრულად ინტეგრირებისათვის ქართული ნავსადგურების MSW სისტემა უნდა დაუკავშირდეს ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემას (PCS). სწორედ აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის საქართველომ, საინვესტიციო საბჭოს დახმარებით მიიღო EBRD-ს ფინანსური მხარდაჭერა. აღნიშნული გააუმჯობესებს საქართველოს პორტების ეფექტიანობას, მკეთრად შეამცირებს შეფერხებებს პორტებში, გაამარტივებს დოკუმენტაციასთან მუშაობის პროცესს და არსებითად გაზრდის ტვირთბრუნვას. პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს, შეამციროს საზღვაო ტრანპორტის ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. ყოველივე გაზრდის საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)