10:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 12:20:11, 927 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია და NGO-ები კახა კუჭავასგან ქალ დეპუტატებზე ძალადობასთან დაკავშირებით რეაგირებას ითხოვენ

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიმართავენ და ითხოვენ რეაგირებას ქალ დეპუტატებზე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, პასუხი უნდა გაეცეს პარლამენტის მოძალადე წევრ მამაკაცებს.

„მსგავსი ქმედება ფეხქვეშ თელავს ყველა იმ რეფორმას ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომელიც პარლამენტს მიუღია. იმიტომ რომ, 18 ივლისს კაცებმა პარლამენტში გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი და მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ხელით, ფიზიკურად გააჩერონ ის. ბატონო კახა გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, იმისათვის, რათა პასუხი გავცეთ პარლამენტის მოძალადე წევრ მამაკაცებს», - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, პარლამენტი პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა უნდა გამართულიყო, ხმაური იყო. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მედიის წარმომადგენლებმა ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს, ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მაგიდაზე საპროტესტო პლაკატით ხელში ავიდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მაგიდადან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ცდილობდა მისვლას, უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ძალის გამოყენებით გაარიდა ადგილს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics