10:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 17:28:45, 1013 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს

ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც 5 ივლისს მოხდა.

„რასაკვირველია, უკან გადადგმული ნაბიჯია, როცა ოპოზიციური სპექტრი გადაწყვეტს, თავის პოლიტიკურ მიზანს დესტრუქციით მიაღწიოს. რასაც ჯიმ რიში თავის განცხადებაში აღნიშნავს, ეს იყო იმის მიზანი, რაც დღემდე ხდებოდა. ჯიმ რიშს ინფორმაციის დაუზუსტებლობა კარგი მხრიდან არ წარმოაჩენს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური განწყობის მქონე მედიის მიერ დაქირავებული ექსპერტიც მიუთითებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება არ არის კავშირში იმ ძალადობასთან, რაც სამწუხაროდ მოხდა.

ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, ესეც მგონია, გარკვეული კონსპირაციის ნაწილი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებას არასწორი შეთაბეჭდილება შექმნოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი გადაცდომაა, არის მორალური გადაცდომა, რაც არ ეკადრება არც ქართველს, არც საქართველოს, მით უმეტეს, თუ თავს დებენ ქრისტიანული მორალის დამცველებად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო შეწუხებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics