2021-07-20 13:35:19, 973 ნახვა
ეკონომიკა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
2021 წლის 20 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 00 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.850 პროცენტით, მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.935 პროცენტით განისაზღვრა.
სებ-ის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 10.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,