10:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 12:36:44, 908 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება იმ პირების მიმართ, ვინც 5-6 ივლისს დანაშაული ჩაიდინეს.

„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება, დავამთავრეთ ალბათ ეს თემა. პასუხისმგებლობის საკითხი უშუალოდ იმ პირებთან მიმართებით, ვინც ჩაიდინა ძალადობა, მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია 21 პირი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული და ამ მიმართულებით გრძელდება გამოძიება. შესაბამისად, ყველა პირის მიმართ, ვინც ჩაიდინა დანაშაული, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

5 ივლისს, 18:00 საათზე, „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა რუსთაველის გამზირზე დილიდან ჰომოფობური, ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბდნენ და ჟურნალისტებს სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

ჟურნალისტებზე ძალადობის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა არა ძალადობრივი ჯგუფის წევრებს, არამედ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს დააკისრა და მოუწოდა მათ, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა არ ჩაეტარებინათ. მანვე აღნიშნა, რომ მომხდარის მიღმა ოპოზიცია იდგა.

მომხდარის გამო, მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს. მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა, თუმცა მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ წასვლას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics