|
2021-07-20 11:27:39, 1019 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს
ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ყველა რესურსი და საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ჩატარდეს და 2-3 თვეში, მილიონ ნახევარი მოქალაქე იყოს აცრილი. „ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო და არ მინდა, რომ ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დასირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთა ვენს მოქალაქეებს და გართულება სიტუაცია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველაფერი, ყველა რესურსი და საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფი ტემპით ჩავატაროთ და 2-3 თვეში, შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)