10:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-19 13:20:01, 1075 ნახვა

პოლიტიკა
შარლ მიშელი - მართლმსაჯულების რეფორმა წინაპირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების

ეს არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობა საქართველოსთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სასამართლო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივებთან ერთად მიღწეული, მოლაპარაკებების დროს.

„ჩემი მთავარი გზავნილია საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. განსაზღვრული პროგრესი კანონის უზენაესობის მიმართულებით, პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორების გზით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილია მართლმსაჯულების რეფორმა და ეს არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობა საქართველოსთვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან მიღწეული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics