2021-07-17 21:01:44, 812 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, 12:00 საათზე მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან შს მინისტრს დახვდებიან
ხვალ, 12:00 საათზე მედიის წარმომადგენლები პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დახვდებიან.
ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, არ ჩაკეტოს პარლამენტის შესასვლელი კარი.
„ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში.
ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდ მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა.
ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია“, - განაცხადა ვახო სანაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,