11:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-17 14:27:38, 724 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან ქართველების დეპორტაციას ამზადებს

ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება იმ ქართველების ოჯახებს ადეპორტებს, რომლებიც 90-იან წლებში საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად იბრძოდა. ამის შესახებ დადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.

როგორც აფხაზეთიდან STV news-is კორესპონდენტი იუწყება, მარიონეტულმა ხელისუფლებამ იმ პირთა სია შეადგინა და განაახლა, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ამიშ შემდეგ კი სწორედ მათი ოჯახები გააფრთხილა და იძულებით გასახლებამდე იმის უფლება მისცა, რომ საკუთარი ნივთების ოჯახიდან გატანის საშუალება მისცა.

სხვა გზა არ დაგვრჩენია, უნდა მოვაგროვოთ ის ნივთები, რომელთა გატანასაც შევძლებთ და დავტოვოთ ჩვენი სახლ-კარი. გვითხრეს, რომ ჩვენი ოჯახიდან აფხაზეთის ომში იარაღით ხელში იბრძოდა მამა და ჩემი ძმა. შესაბამისად მათი ახალი გადაწყვეტილების საფუძვლად არც ჩვენ გვაქვს უფლება საკუთარ სახლში ვიცხოვროთ”-აცხადებს თყვარჩელის მკვიდრი ესმა. მ.

ამ ეტაპზე იქ მცხოვრებ ქართველებს არ სურთ ქართულ მედიასთან საუბარი,იმედი აქვთ რომ შეძლებენ დარჩენას და შეაცვლევინებენ აფხაზებს ამ მძიმე გადაწყვეტილებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics