05:49 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 12:15:56, 385 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მეორე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება

„საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით, ხვალ მზიურის პარკში „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ რიგით მეორე ფლიმარკეტი გაიმართება.

ფლიმარკეტზე მისულ სტუმრებს, როგორც კერძო პირების პირადი ბიბლიოთეკის, ასევე  ბუკინისტების მეორეული წიგნების გადაცვლა შეუძლიათ. ასევე, ახალი გამოცემების წიგნების, წიგნის თემატიკის სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. მეორე წიგნის ფლიმარკეტი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც დასასვენებლად გამგზავრებას აპირებს და საკითხავს ეძებს.

ფლიმარკეტის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს "საქართველოს ბანკის" მიერ მოწყობილ ზონები დახვდებათ, სადაც მათ განტვირთვის, კითხვისა და დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

„წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაგეგმილი წიგნის ფლიმარკეტი, მკითხველთა დასაახლოვებლად, წიგნის უფრო ხელმისაწვდომობისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით იმართება.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics