07:03 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-13 11:43:41, 1050 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კოვიდპანდემიის სიტუაცია ძალიან მძიმეა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება მოუწია, რადგან ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა.

„კოვიდპანდემიის დღევანდელი სიტუაცია ძალიან მძიმეა და აყენებს განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობის და საზოგადოების და ნებისმიერი სხვა სოციალური პროცესების განვითარების კუთხით. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება უკვე 1 800 შემთხვევას. ეს გარკვეულწილად ჯამური მაჩვენებელია, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. აქვე მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს.

თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა კიდევ დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ ვაქცინაციის პროგრამაა. მიუხედავად ქვეყანაში დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა, ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics