07:03 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-13 10:41:29, 1357 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ანტონი ჟურნალისტებს: ლექსო ლაშქარავა თქვენ გარდააცვალეთ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი

თქვენ გარდააცვალეთ, თქვენ ახალისებდით, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს ეკისრებათ.

„თქვენ ახალისებდით. თითოეული უწევთ პროპაგანდას. თქვენ გარდააცვალეთ, თქვენზეა მაგ პასუხისმგებლობა, იცით რუსთაველზე რომ გამოხვალთ, წირავთ თქვენ ხართ პასუხისმგებელი მის მკვლელობაზე“ - აცხადებს მეუფე ანტონი.

ამასთან, მიტროპოლიტმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ მათ 5 ივლისს ცემა დაიმსახურეს.

„დაიმსახურეთ! თქვენ მოგწონთ რომ ძალადობთ ჩვენზე? პი პი პი პიპ. ხელით არ გეხებით, დავაპიპინე“, - მიმათა ჟურნალისტებს მეუფე ანტონმა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე ანტონმა, რამდენიმე დღის წინ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა - „ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics