12:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 12:07:03, 724 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას არც განიხილავენ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები საქართველოში 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, ყბადაღებული თემა, რომ პრემიერ-მინისტრი იყო 5-6 ივლისის მოვლენების წამქეზებელი, სიცრუეა.

„ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერ-მინისტრი იყო წამქეზებელი, არის სრული სიცრუე, დამანახეთ, მომსამენინეთ, სად, რა წააქეზა. პასუხისმგებლობა აღებული აქვს შინაგან სქმეტა სამინისტროს და გამოაშკარავდება ყველა პირი, მიმდინარეობს იმ პირთა დაკავება, ვინც ჩაიდინეს ეს დანაშაული“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთანავე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგეს და არც გადადგება.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, თუ ყურადღებით მოისმენთ, ვერაფერს ნახავთ მსგავსს, რასაც აბრალებთ. მან ზოგადად თქვა, რომ აუცილებელია პოლიციამ დაიცვას მოქალაქეების სიმშვიდე და თქვა, რომ თუ გვინდა იყოს სიმშვიდე, მოუწოდა „პრაიდის“ მონაწილეებს, თავი შეეკავებინათ აქციისგან, უშუალოდ ქუჩაში მსვლელობისგან, თორემ მანამდე მთელი კვირის განმავლობაში „პრაიდის“ სხვადასხვა ტიპის აქციები ტარდებოდა და პოლიციამ დაიცვა ყველას უსაფრთხოება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics