2021-07-12 10:08:08, 1175 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.
დღესასწაულით სრულდება მარხვაც, რომლის დაწყებაც აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. პეტრე-პავლობის მარხვა წელს 24 ივნისს დაიწყო. ხვალ კი მართლამდიდებელი ეკლესია ქრისტეს 12-ვე მოციქულის ხსენებას დღესასწაულობს. ტრადიციულად საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში იმართება, რომელიც მოციქულების სახელობისაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,