2021-07-11 22:25:32, 670 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
მათი განცხადებით, ისინი პროტესტის გამოხატვას მშვიდობიანად აპირებენ.
კანცელარიის შენობის წინ სამართალდამცველების საკმაოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომსახელმწიფო უწყებებთან აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაიცვალა. ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,