21:34 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 17:00:39, 789 ნახვა

სამართალი
შსს ოცნების ოფისთან შეკრებილებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართულ ოცნებასთან შეკრებილ მოალაქეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, უწყება სპეციალურ განცხადებაში აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებს, "არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი".

"შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე თქმით, უწყების თანამშრომლები მობილიზებულები არიან ქართული ოცნების ოფისთან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics