09:23 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-10 16:09:47, 562 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, 71 პროექტი განხორციელდა

გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 71 პროექტი განხორციელდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 489 326 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

აღნიშნული პროექტით, სახურავს რეაბილიტაცია 23 მისამართზე ჩაუტარდა, წყალარინების ქსელი 15 მისამართზე შეიცვალა, შეკეთდა 13 დაზიანებული ლიფტი; საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა და კარის განთავსება, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია კი, ჯამში, 20 მისამართზე განხორციელდა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი სამუშაოების ღირებულების 5%-10%-ის ოდენობის თანხას ამხანაგობის ანგარიშზე ათავსებს, რომელსაც შემდგომ საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics